სერგო ქობულაძე 

პერსონალური საიტი

  • სერგო ქობულაძე (1909-1978 წ.)
  • გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი, ფერმწერი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი (1958 წ.)
  • სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1958 წ.)
  • შოთა რუსთაველის პრემიის ლაურიატი (1976 წ.)
მთავარი
ბიოგრაფია
შემოქმედება
ოქროს კვეთა
სახელოსნო
გალერეა
ფორუმი
 

ს ა ხ ე ლ ო ს ნ ო

 
 

სერგო ქობულაძე მხატვართა იმ რიცხვს განეკუთნებოდა, რომელთა შემოქმედებას რაციონალური საწყისები განსაზღვრავდნენ. მის კომპოზიციებში ყველაფერი წინასწარ გამიზნული და გაანგარიშებულია. ეს იყო სინამდვილის ყოველი მოვლების თავისებური აღქმნელი. ყოველ მოვლენაზე საკუთარი მახვილგონიერი ადამიანი, შემოქმედი, რომელიც ისწრაფვის მიაკვლიოს მოვლენათა კანონზომიერებას. დაადგინოს მათი ურთიერთკავშირი და მოახდინოს კლასიფიკაცია, ხასიათის ამ თვისებითაა განპირობებული მუსაობა თეორიულ საკითხებზე. მუშაობის პროცესში, რომელიც ზოგჯერ ფიზიკურ დაძაბვასაც მოითხოვს. იგი ამჟღავნებს არაჩვეულებრივ დისციპლინას და ამავე დროს ინარჩუნებს შემოქმედი ადამიანის დამახასიათებელ ზნებას, რომლის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.

1972 წელს ქობულაძემ ჩამოაყალიბა თავისი შემოქმედებითი სახელოსნო. სახელოსნო მდებარეობდა ჭვჭავაძის 16. დაზგური გრაფიკისათვის შექმნა ბაზა, კარგათ ორგანიზებული შემოქმედებითი-ტექნიკური ბაზა. გრაფიკოსებს მიეცათ საშუალება არამარტო ქართველ, არამედ სხავა ქვეყნებიდან ჩამოსულ გრაფიკოსებს ემუშავათ სრულფასოვნად. დაუფლებოდნენ გარფიულ ტექნიკებს (ოფორტი, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა). 1978 წლიდან სახელოსნოს ხელმძღანელობდა უჩა ჯაფარიძე, შემდეგ გოგი თოთიბაძე. 192 წლიდან სახელოსნო გადაეცა თბილისის სამხატვრო აკადემიას. ის ვინც ამთავრებდა სამხატვრო აკადემიას 3 წლიან სტაჟს ატარებდა ამ სახელოსნოში. 1992 წლიდან ამ სახელოსნოს მიენიჭა სერგო ქობულაძის სახელი. სახელოსნოს ხელმძღვანელი იყო გოგი წერეტელი. სახელოსნო გადაეცა თბილისის სამხატვრო აკადემიას.

მხატვარი ნანა ცინცაძე. იხსენებს: არაჩვეულებრივი, საინტერესო უნივერსალური განათლების მქონე, პიროვნება. მკვეთრად გამოხატული პრინციპებით უკომპრომისო . ამავე დროს უბრალო და უშუალო ურთიერთთობებში. სერგო ქობულაძე არასოდეს არ აჟღერებდა დაუსაბუთებელ იდეებს. ყოველი ისი მოსაზრებები იყო მეციერულად დასაბუთებული, ყოველი მასთან ურთიერთობა იყო საინტერესო და ნაყოფიერი. გვასწავლიდა ცხოვრების სტილს. იყო მორალურად მაღალი პრინციპების დამცველი, ჰქონდა იუმორის გრძნობა გამახბილებული, ხუმრობდა თავის მოსავლეებთან: მე მაქვს ხვეულები ტვინში თქვენ კიდევ პარალელური სწორი ხაზებიო.

ერთხელ თბილისში მოეწყო მექსიკური ხელოვნების გამოფენა. მე წავედი გამოფენაზე, ეს იყო ძველი ქანდაკებების ნიმუშები გამოენიდან დამძიმებული წამოვედი, იქვე მუზეუმში ყინწვისის ფრესკების ასლების სანახავად და მთელი ის სიმძიმე მომეხსნა. ეს ყველაფერი მოუყევი სერგო ქობულაძეს, მან მითხრა: რა თქმა უნდა ეს ხომ ქრისტიანული ხელოვნებაა. ასევე ის (იხსენებს ხატვარი ნანა ცინცაძე) ამბობა: თუ იქნება მიწისძვრა, ახალი შეობები წავლენ დიაგონალურად, სვეტიცხოველი კი ისევ ისე იდგება.

ზ. ფალიაშვილის სახელელობის ოპერისა და ბალეტი თეატრისათვის სესრულებული საზეიმო ფარდაზე იმუშავა რამდენიმე წელი. ის იატაკზე დაფენილი ხატავდა. იატაკიდან რომ აიღეს დაკიდეს და იყო ამ ფარდის გახსნა ისეთი ეფექტი მოახდინა , რო ხალხი ერთი საათი ტაშს უკრავდა. ფადაი იყო შესრულებული ტემპერაში პიგმენტებით და კვერცხის და კვერცხის გულით. მეორე დღეს ხატვის გაკვეთილზე მოვიდა ჩვენ მიულოცეთ ყვებოდა მხატვარი რადიშ თორდია. სერგომ გვითხრა თქვენ პირველები ხართო, ვინც მომილოცა ბოლოს უნდოდა პერსონალური  გამოფენის გაკეთება 70 წელთან დაკავშირებით. დაგვიბარა მე და გოგი, ნამუშევრბი არა მაქვს, ნახევარ დარბაზს ძლივს გავავსებო. ვერაფერი მოვასწარიო, ის ნერვიულობდა ფარდის დაწვს რომელსაც დიდი დრო მოანდომა. ხელთავიდან დაიწყო ფარდაზე მუშაობა მაგრამ არ დასცალდა ის 68 წლის ასაკი გარდაიცვალა.

1992 წლის იანვრიდან, რუსეთის ფედერაციის სამხატვრო აკადემიამ დაფინანსება შეუწყვიტა ამ სახელოსნოს. და გამოიყვანა ის თავის ნომენკლატურიდან. თბილისის სამხატვრო აკადემიამ, რექტორის, პროფესორ-სოსო ქოიავას თანადგომითა და ხელშეწყობით, შემოქმედებითი სახელოსნო თავიოს სტრუქტურაში ჩართო, ხოლო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელოსნოს ხელმძღვანელად გიორგი წერეთელი დაინიშნა.

შემოქმედებითი სახელოსნოს დაარსებიდან დღემდე, აქ გრაფიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ნანა ცინცაძე, ხოლო გიორგი თაბუკაშვილი სასწავლო პროცესის ტექნიკურ აღჭურვილობას უზრუნველყოფდა.

სერგო ქობულაძის მუშაობის მეთოდი - შემოქმედი მხატვრისა და მკვლევარი თვისებების თავისებურ შეხამებას ამჟღავნებდა, ის ხანგრძლივად და გატაცებით აგროვებდა მასალას, ასაბუთებდა, თავის თეორიულ დებულებებს, ნახატებითა და ნახაზებით, პრაქტიკული მოღვაწეობისას წვრილმანსაც ითვალისწინებდა, შრომის დისციპლინის არტისტულობასთან შერწყმა ხიბლს ანიჭებდა მის პიროვნებას და აღიბეჭდა ხელოცნების სხვადასხვა დარგში, მის მიერ შესრულებულ ნამუშევრებში. მერი კარბელაშვილი

სერგო ქობულაძეს 100 წლის იუბილე ექნება 2009 წლის თებერვალში.

 

 
     

ოპერის საზეიმო ფარდა

სახელოსნოში

Хостинг от uCoz